მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ განაპირობა კვერცხის იმპორტის ზრდა

63d6b5dc6e5cf
თინათინ ნატმელაძე
29.01.23 19:20
1189
საქართველოში კვერცხის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 36,550 მლნ ცალი კვერცხი შემოვიდა, რომლის საფასრუმაც 5,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2021 წელს იმპორტირებული კვერცხის რაოდენობა 17,139 მლნ ერთეულს შეადგენდა.

რატომ გაიზარდა გასულ წელს კვერცხის იმპორტის მაჩვენებელი, ამის შესახებ „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილმა გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.

„ამ შემთხვევაში საუბარია საინკუბაციო კვერცხზე, ჩვენ თურქ პარტნიორებთან ერთად საქართველოში ამიერკავკასიაში ერთ-ერთი უდიდესი საინკუბაციო მეურნეობა შევქმენით, ამის მიზეზი ის იყო, რომ თურქეთიდან აზერბაიჯანამდე არის ძალიან დიდი მანძილი და ერთ დღიანი წიწილი ვერ ძლებს გზაში, იღუპება, ხოლო სომხეთს და თურქეთს შორის რთული პოლიტიკური მდგომარეობაა, შესაბამისად ჩვენ შევთავაზეთ ჩვენს თურქ პარტნიორებს საინკუბაციო მეურნეობის გაკეთება.

ანუ, ასეთი სიტუაციაა, შემოდის საინკუბაციო კვერცხი, ხდება საქართველოში მისი ინკუბირება და აზერბაიჯანში და სომხეთში უკვე კოდშეცვლილი, ანუ წიწილის სახით გადის, ამ ფაქტმა გაზარდა როგორც კვერცხის იმპორტი, ისე წიწილის ექსპორტი. ჩვენ მარტო აზერბაიჯანის მიმართულებით 7 მილიონი ფრთა წიწილი გავიტანეთ.“ - განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

კითხვაზე, ხდება თუ არა სასურსათო კვერცხის იმპორტი, უჩუმბეგაშვილი პასუხობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ წარმოებას აქვს რესურსი, მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს, მცირე რაოდენობით სასურსათო კვერცხის იმპორტი მაინც ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები