ნოემბერში თბილისის და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადი წლიურად გაიზარდა.
თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, 2023 წლის ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 277 305 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მონაცემებს 29%-ით აღემატება, ხოლო 2022 წლის ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, 19%-იანი ზრდაა.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი ამავე პერიოდში 24 067 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელზე 30%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 9%-ით ნაკლებია.