2024 წლის თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 294 231 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მონაცემებს 32%-ით აღემატება.
როგორც თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2024 წლის თებერვალი 31 418 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელზე 43%-ით მეტია.
რამდენიმე კვირის წინ დასრულდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მორიგი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის შედეგად, გაფართოვდა საიმიგრაციო ზონა, სასაზღვრო-გამშვები ზონის გამტარუნარიანობა - 44%-ით, ხოლო სასაზღვრო ჯიხურების რაოდენობა 9-დან 12-მდე გაიზარდა.