მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ მილიარდს დახარჯავს მთავრობა 2024 წელს - ბიუჯეტის პროექტი

ხელფასი

2024 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის განხილვები იწყება. პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 24.1 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც 2023 წელთან შედარებით 2.26 მილიარდი ლარით მეტი იქნება. გაზრდილ ხარჯებს მთავრობა 18.3 მილიარდი ლარის გადასახადების აკრეფით დააფინანსებს, რაც წლევანდელთან შედარებით 2.03 მილიარდი ლარით მეტია. ამასთან დაგეგმილია 3.5 მილიარდის ახალი ვალების აღება, საიდანაც 1.99 მილიარდი ლარი საგარეო ვალებზე მოდის.

საჯარო სექტორში დასაქმებულთა სახელფასო ფონდი 2.5 მილიარდი ლარი, ზრდა 282 მილიონი ლარი, ბიუჯეტის მიხედვით, სამინისტროებსა და ძირითად სსიპ-ებში 113,978 ადამიანი იმუშავებს. რამდენი შტატგარეშე დასაქმებული იქნება და რას აიღებენ ისინი ხელფასად ბიუჯეტში არ წერია, თუმცა თანხა 2023 წლის მსგავსად 500 მილიონზე მეტი იქნება. 

სამინისტროების და უწყებების დაფინანსება ასე გადანაწილდება:

  • ჯანდაცვის სამინისტრო - 7.73 მილიარდი ლარი, ზრდა 877 მლნ;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 3.35 მილიარდი ლარი, ზრდა 20 მლნ;
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2.34 მილიარდი ლარი, ზრდა 309 მლნ;
  • თავდაცვის სამინისტრო - 1.37 მილიარდი ლარი, ზრდა 110 მლნ;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 1.21 მილიარდი ლარი, ზრდა 104 მლნ;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 685 მილიონი ლარი, კლება -13 მლნ;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 646  მილიონი ლარი, ზრდა 88 მლნ;
  • კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 460 მილიონი ლარი, ზრდა 29 მლნ;
  • იუსტიციის სამინისტრო - 400 მილიონი ლარი, ზრდა 8 მლნ;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 187 მილიონი ლარი, ზრდა 2 მლნ;
  • მთავრობის ადმინისტრაცია - 25 მილიონი ლარი, ზრდა 1 მლნ;
  • ცენტრალური საარჩევნო კომისია - 146 მილიონი ლარი, ზრდა 91 მლნ ლარი;
  • პარლამენტი - 83 მილიონი ლარი, ზრდა 5 მლნ ლარი;
  • სასამართლო - 122 მილიონი ლარი, ზრდა 5 მლნ ლარი;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - 205 მილიონი ლარი, ზრდა 25 მლნ ლარი;
  • სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური - 90 მილიონი ლარი, ზრდა 7 მლნ ლარი.

ბიუჯეტი 5.2%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, ხოლო დეფიციტის დონე მშპ-ის 2.5% იქნება. ყველაზე ძვირადღირებული პროგრამა მომდევნო წლის ბიუჯეტში ხანდაზმულთა საპენსიო უზრუნველყოფაა, რაზეც 3.9 მილიარდი ლარი დაიხარჯება. საბაზისო პენსია 315 ლარით, 70 წელს ზემოთ პირთა პენსია კი 415 ლარით განისაზღვრება. რიგით მეორე ყველაზე ძვირადღირებული პროგრამა სოციალურად დაუცველთა უზრუნველყოფა იქნება, რაზეც 1.5 მილიარდი ლარი დაიხარჯება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები