მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ მილიონს ხარჯავენ ქართული კლუბები ფეხბურთელების ხელფასებზე?

6465fde69430f
შოთა ტყეშელაშვილი
18.05.23 17:06
9754
საქართველოს ეროვნული ლიგა 10 კლუბისგან შედგება. დღეს კლუბებს შორის რეიტინგის სათავეში ბათუმის დინამოა. კლუბების შემოსავლები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მათ შორის 2022 წელს ყველაზე დიდი - 8-მილიონიანი შემოსავალი თბილისის დინამოს ჰქონდა. ხოლო #1 ადგილზე მყოფ ბათუმის დინამოს 2022 წლის ფინანსური ანგარიში გამოქვეყნებული არ აქვს. ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, კლუბების უმეტესობამ გასული წელი ზარალით დაასრულა. რაც შეეხება ფეხბურთელების ანაზღაურებებს, მასზე ყველაზე მეტი თანხა - 6 მილიონი ლარი მესამე ადგილზე მყოფმა თბილისის დინამომ დახარჯა. ყველაზე დიდი სახელმწიფო დაფინანსება 2.5 მილიონი ლარი ასევე თბილისის დინამომ მიიღო, UEFA-ს მხრიდანაც ყველაზე დიდი 1.1 მილიონის შემოსავალი დინამოს ჩაერიცხა.

რაც შეეხება სახელმწიფო დაფინანსებას, 2022 წელს ფეხბურთის განვითარების ფონდმა ქვეყანაში არსებულ კლუბებს 33.6 მილიონის დაფინანსება მისცა, მათ შორის ეროვნული ლიგის კლუბების დაფინანსება 17.4 მილიონი ლარი იყო.

კლუბების 2022 წლის ფინანსური მაჩვენებლები და ფეხბურთელებზე გაცემული თანხები ასე ნაწილდება:

● დინამო თბილისი - 2022 წლის სრული შემოსავალი 8,060,945 ლარი. ფეხბურთელების სარგებელი - 6,354,587 ლარი. სრული პერსონალის ხარჯი - 13,650,278 ლარი. მთლიანი ზარალი -7,924,098 ლარი;
● საბურთალო - 2022 წლის სრული შემოსავალი 3,202,564 ლარი. ფეხბურთელების სარგებელი - 2,907,982 ლარი. სრული პერსონალის ხარჯი - 4,654,219 ლარი. მთლიანი მოგება 625,157 ლარი;
● სამგურალი - 2022 წლის სრული შემოსავალი 2,397,317 ლარი. ფეხბურთელების სარგებელი - 1,744,549 ლარი. სრული პერსონალის ხარჯი - 2,675,827 ლარი. მთლიანი ზარალი -1,197,090 ლარი;
● გორის დილა - 2022 წლის სრული შემოსავალი 4,653,016 ლარი. ფეხბურთელების სარგებელი - 2,002,824 ლარი. სრული პერსონალის ხარჯი - 3,080,801 ლარი. მთლიანი ზარალი -59,124 ლარი;
● ქუთაისის ტორპედო - 2022 წლის სრული შემოსავალი 2,297,654 ლარი. ფეხბურთელების სარგებელი - 3,899,272 ლარი. სრული პერსონალის ხარჯი - 5,322,489 ლარი. მთლიანი ზარალი -5,893,541 ლარი;
● თელავი - 2022 წლის სრული შემოსავალი 1,994,376 ლარი. ფეხბურთელების სარგებელი - 831,272 ლარი. სრული პერსონალის ხარჯი - 1,268,903 ლარი. მთლიანი მოგება 209,221 ლარი;
● სამტრედია - 2030 წლის სრული შემოსავალი 1,696,351 ლარი. ფეხბურთელების სარგებელი - 441,781 ლარი. სრული პერსონალის ხარჯი - 840,521 ლარი. მთლიანი მოგება 579,258 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები