მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად გაიზარდა “ინტერ მაიამის” შემოსავლები ლიონელ მესის მისვლის შემდეგ?

ინტერ მაიამის შემოსავალი

ივლისში “ინტერ მაიამიში” ლიონელ მესის გადასვლის შემდეგ კლუბის შემოსავლები საგრძნობლად გაიზარდა. გუნდის ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელის ხავიერ ასენსის განმარტებით, შემოსავალმა 120 მილიონ დოლარს მიაღწია 6 თვეში, მაშინ როდესაც 2022 წლის MLS-ის ჩემპიონმა “Los Angeles FC-იმ” მთელი წლის მანძილზე 116 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ასენსი ვარაუდობს, რომ 2024 წელს კლუბის შემოსავალი 200 მილიონს გადააჭარბებს, მიუხედავად იმისა, რომ კლუბს ჩინეთში დაგეგმილი წინა სასეზონო 2 მატჩი ჩაეშალა, საიდანაც 20 მილიონი დოლარი უნდა მიეღო.

“ინტერ მაიამიში” ფიქრობენ, რომ კლუბის შემოსავალი 2025 წელს კიდევ უნდა გაიზარდოს, რადგან ახალი 350 მილიონი დოლარის ღირებულების სტადიონი უნდა გაიხსნას, რომლის გარშემოც სპეციალური გარემოს მოწყობას კიდევ დამატებით ნახევარი მილიარდი დოლარი დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ამერიკაში საფეხბურთო სეზონი 25 თებერვალს იწყება და ამ დროისთვის კლუბის საშინაო მატჩებზე გამოტანილი ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები