მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ადამიანია დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული?

საპენსიო სააგენტო
09.02.24 21:20
16

საპენსიო სააგენტო 2024 წლის იანვრის მდგომარეობით საპენსიო ფონდის შედეგებს აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, დაგროვებითი პენსიით სისტემის ამოქმედებიდან დღემდე 7,583 პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით გაცემულმა თანხამ კი 23,444,406 ლარი შეადგინა.

აღნიშნულმა პირებმა დაგროვებული პენსია სახელმწიფო საბაზო პენსიასთან ერთად აიღეს, რაც თვეში 315 ლარს შეადგენდა. შესაბამისად მათ ორი სვეტის პენსიით ისარგებლეს, რაც სახელმწიფო პენსიას+დაგროვებულ პენსიას წარმოადგენდა.

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის მიხედვით, სისტემიდან გასვლა მხოლოდ იმ პირებს შეეძლოთ, რომლებიც კანონის ამოქმედების დროისთვის 40 წელზე უფროსები იყვნენ, დანარჩენ მოქალაქეებს კი დაგროვება სავალდებულო წესით უწევთ.

დაგროვებით საპენსიო სისტემაში სულ 1,489,000 მოქალაქე მონაწილეობს. მათ მიერ დაზოგილი თანხა საერთო ჯამში 4.4 მილიარდ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები