2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს მთავრობამ 13 მილიარდი ლარის საგადასახადო შემოსავალი მიიღო, რაც ბიუჯეტის 9 თვის გეგმის 93%-ია. ფინანსთა სამინისტროს თანახმად, გეგმასთან მიმართებით ყველაზე მაღალი შესრულება მოგების და აქციზის გადასახადების მიმართულებით ფიქსირდება.
2024 წლის იანვარ-აგვისტოში საგადასახადო შესრულება ასე ნაწილდება:
დღგ - 4.89 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 91%;
საშემოსავლო გადასახადი - 4.40 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 92.5%;
მოგების გადასახადი - 2.17 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 100%;
აქციზის გადასახადი - 1.60 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 96%;
იმპორტის გადასახადი - 92.3 მილიონი ლარი, 9 თვის გეგმის 83%.
რაც შეეხება საპრივატიზაციო შემოსავალს, 2024 წლის ინვარ-აგვისტოში ცენტრალურ ბიუჯეტში 99 მილიონი ლარი მიიმართა, რაც 9 თვის გეგმის 89.9%-ს წარმოადგენდა.
დაგეგმილზე მსხვილი საგადასახადო შემოსავლების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა 2024 წლის ბიუჯეტის 519 მილიონით, 25.5 მილიარდ ლარამდე ზრდას გეგმავს.