მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა წელს მთავრობამ

644241c814a1a
შოთა ტყეშელაშვილი
21.04.23 12:05
967
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთავრობამ 4.1 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა, რაც გეგმით გათვალისწინებულის 100.3%-ია. კონკრეტული გადასახადების მიხედვით, ბიუჯეტის შესრულება ასე ნაწილდება.

• დამატებული ღირებულების გადასახადი - 1.58 მილიარდი ლარი, პირველი კვარტლის გეგმის 107%;
• საშემოსავლო გადასახადი - 1.42 მილიარდი ლარი ლარი, პირველი კვარტლის გეგმის 112%-ია;
• მოგების გადასახადი - 671 მილიონი ლარი, პირველი კვარტლის გეგმის 97%;
• აქციზი - 434 მილიონი ლარი, პირველი კვარტლის გეგმის 130%.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს ხაზინის თანახმად, პირველ კვარტალში ბიუჯეტის შემოსავალი სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან 29.7 მილიონი ლარი იყო, რაც პირველი კვარტლის გეგმის 106%-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები