მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენი მილიარდის შემოსავალი მიიღო LEGO-მ 2024 წელს?

ლეგო

2024 წელს, სათამაშოების მწარმოებელმა დანიურმა გიგანტმა LEGO-მ რეკორდული შემოსავალი და საოპერაციო მოგება მიიღო. დანიური კომპანიის შემოსავალმა შარშან 13%-ით იმატა და $10.9 მილიარდი შეადგინა, როცა საოპერაციო მოგების მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა და $2.7 მილიარდი შეადგინა. დანიურმა კომპანიამ წმინდა მოგების სახით $2 მილიარდი დააგენერირა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად დომინანტურ პოზიციას იკავებს დანიური კომპანია სათამაშოების გლობალურ ბაზარზე.

როგორც LEGO-ში ამბობენ, ჯგუფის მიერ მიღებული შედეგით ის სათამაშოების ბაზარზე არსებულ ყველა კომპანიას მნიშვნელოვნად უსწრებს. LEGO-ს დომინაცია, დიდწილად, კომპანიის საკუთრებაში არსებულ ბრენდების პორტფელს და წლების განმავლობაში დადებულ სარფიან გარიგებებს უკავშირდება. გასული წლის მონაცემებით, LEGO-ს პორტფელში 840 დასახელების პროდუქტი მოხვდა, რომელთა შორის ისეთ ბრენდებს ვხვდებით, როგორიცაა LEGO City, LEGO Star Wars, LEGO Technic, LEGO Icons და LEGO Harry Porter.

კომპანიისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტების ჩამონათვალში შარშან მცენარეების ახალი ხაზი, LEGO Botanical Collection-იც მოხვდა, ხოლო სწრაფად ზმარდ მიმართულებებს შორის ასევე არის LEGO Fortnite-ი, რომლის ციფრულ მიმართულებას 2023 წლის ბოლოს 87 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა. ვიდეოთამაშებთან ერთად, LEGO-სთვის მნიშვნელოვანი მიმართლებაა სპორტიც და ამ მიმართულებით დანიური კომპანია თანამშრომლობს, როგორც NIKE-ისთან, ასევე Formula 1-თან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები