მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს “მაგთის” და “სილქნეტს” ფიქსირებული ინტერნეტიდან

613f4491df1b8
BM.GE
14.09.21 09:40
2587
საქართველოში ინტერნეტის აბონენტთა რაოდენობამ 958,000-ს მიაღწია. კომუნიკაციების კომისიის სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის ივნისის მდგომარეობით, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე პირველ ადგილზე “მაგთიკომია”, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით 473,000 აბონენტი ჰყავს. მეორე ადგილზეა “სილქნეტი”, რომელსაც 290,000 აბონენტი ჰყავს, მესამე ადგილს კი 47,000 აბონენტით “სქაიტელი” იკავებს.

ფინანსური შედეგების მხრივაც, პირველ ადგილზეა “მაგთიკომი”, რომლის შემოსავალიც 2021 წლის 6 თვეში 67.5 მილიონი ლარი იყო, “სილქნეტის” შემოსავალი 49.6 მილიონი ლარი იყო. უფრო დეტალურად, კომპანიების მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

მაგთიკომი - 67,490,345 ლარი;
სილქნეტი - 49,557,771 ლარი;
სქაიტელი - 8,802,412 ლარი;
ახალი ქსელები - 3,628,327 ლარი;
ახტელი - 1,551,670 ლარი.

აბონენტების მიხედვით, ტოპ 5 მოთამაშის სტატისტიკა:

მაგთიკომი - 473,206 აბონენტი;
სილქნეტი - 290,584 აბონენტი;
ახალი ქსელები - 45,699 აბონენტი;
სქაიტელი - 47,038 აბონენტი;
ახტელი - 15,980 აბონენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები