მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს ქართულ მეტალურგიულ ქარხანა "ჯეოსთილს"

არმატურა

საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა მეტალურგიულმა საწარმომ "ჯეოსთილმა" 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალმა 281 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 73 მილიონი ლარით, ანუ 20%-ით ნაკლები იყო. ანგარიშის მიხედვით, შემცირდა კომპანიის წმინდა მოგებაც და მან 17.3 მილიონი ლარი შეადგინა (კლება 60%).

ფინანსური ანგარიშის თანახმად, “ჯეოსთილის” შემოსავლის უდიდესი ნაწილი არმატურის გაყიდვებისგან ფორმირდება. ამასთან, ფირმა ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ორიენტირდება, კერძოდ, მიღებული 281 მილიონი ლარის შემოსავლიდან 278 მილიონი სწორედ საქართველოს ბაზრიდან ფორმირდებოდა. შესაბამისად, კომპანია საქართველოს ბაზარზე არმატურის ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელია.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ 2023 წელს 206 მილიონის ნედლეული მოიხმარა, ელექტროენერგიისა და საწვავის საფასური 26 მილიონი ლარი იყო, ხელფასებზე 8 მილიონი ლარი გაიცა, მთლიანობაში გაყიდული საქონლის თვითღირებულებამ გასულ წელს 251.4 მილიონი ლარი შეადგინა.

კომპანიის 90%-იან წილს ინდური კომპანია Georgian Steel Group Holdings Limited ("GSGHL") ფლობს, 10%-იანი წილის მესაკუთრე კი JSW Steel B.V.-ია.

“ჯეოსთილის” აქტივები 222 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო მთლიანი ვალდებულებები 100 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები