მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს “საქნახშირს”?

632d951d86d5f
BM.GE
23.09.22 16:16
769
საქართველოში ნახშირის ერთადერთმა მწარმოებელმა “საქნახშირმა” 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასულ წელს კომპანიამ შემოსავალი 12.8 მილიონი ლარით, 25.7 მილიონამდე გაიზარდა.

გაზრდილი შემოსავლის მიუხედავად, “საქნახშირი” ვერც 2021 წელს გავიდა მოგებაზე. დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ გასულ წელს 8.6 მილიონი ლარით იზარალა. თუმცა, ბევრად დიდი იყო ზარალი 2020 წელს და ის 26.6 მილიონ ლარს შეადგენდა.
კომპანია 1,200 ადამიანს ასაქმებს, რომელთა ხელფასებზეც 21 მილიონი ლარი დაიხარჯა.

“საქნახშირი” 2019 წლის სექტემბრამდე საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის საკუთრებას წარმოადგენდა, რის შემდეგაც ის სიმბოლურ ფასად “სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანის“ საკუთრება გახდა.

დოკუემნტის თანახმად, “საქნახშირის” აქტივები შეადგენს 13 მილიონ ლარს, ხოლო კომპანიის კაპიტალი შეადგენს მინუს 84 მილიონ ლარს, რაც წლების განმავლობაში დაგროვილ 106 მილიონიან ზარალს უკავშირდება.

ამასთან, “საქნახშირის” მთლიანი ვალდებულებები 97.6 მილიონ ლარს შეადგენს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი მფლობელია ბიზნესმენი გიორგი ჭელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები