მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენი Porsche, Lamborgini, Rolls Royce და Ferrari-ა საქართველოში?

porshe bugatti

საქართველოში დარეგისტრირებული ლუქს კლასის მანქანების რაოდენობა ბოლო ორ წელში, თითქმის გაორმაგებულია. ოფიციალური სტატისტიკით, Porsche-ს მარკის 3824 ავტომობილია რეგისტრირებული. მათგან 342 - Porsche 911-ია, Porsche Taycan-ი კი 182-ია. დანარჩენი სხვადასხვა მოდელებზე ნაწილდება. ორი წლის წინ Porsche 911-ის 222 ერთეული სხვადასხვა მოდელი, ხოლო 76 Porsche Taycan-ი იყო დარეგისტრირებული.

რაც შეეხება სხვა ძვირად ღირებულ მანქანების მარკებს, შსს-ის სტატისტიკით, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია:

Bentley – 160 (ორი წლის წინ 94)

Ferrari – 90 (ორი წლის წინ 46)

Lamborgini – 82 (ორი წლის წინ 37)

Aston Martin – 33 (ორი წლის წინ 19)

Rolls Royce – 114 (ორი წლის წინ 89)

გარდა ამისა, საქართველოში BUGATTI CHIRON-ის მოდელის ერთი ავტომობილია, რომელიც 2025 წელს დარეგისტრირდა.

რაც შეეხება სხვა ძვირად ღირებულ ავტომწარმოებლებს, ქვეყანაში არ არის რეგისტრირებული არცერთი Veyron-ი, ასევე Pagani-ის არცერთი მოდელიც და Koenigsegg-ისა და Rimac-ის ავტომობილები.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საქართველოში ლუქს კლასის ავტომობილების იმპორტი მკვეთრად გაიზარდა.

რაც შეეხება საქართველოში რეგისტრირებული მანქანების სრულ რეიტინგს, 2025 წლის ბოლოს მდგომარეობით, ქვეყანაში 1,9 მლნ ავტომობილია რეგისტრირებული, რაც ბოლო 10 წელში თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია. 2015 წელს მანქანების რაოდენობა დაახლოებით 1 მლნ იყო.

ამჟამად, ყველაზე პოპულარული Ford Transit-ია, მეორე ადგილასაა - Toyota Prius, ხოლო მესამეზე - Opel Astra.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების განბაჟება გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები