2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 813.5 ათასი იყო, რაც 22.6%-ით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდზე.
საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა, დაახლოებით, 1.4 მლნ იყო, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1.5 მლნ შეადგინა. III კვარტალში წინა წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 20.1%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ხარჯებს, ვიზიტორების მიერ მესამე კვარტალში ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა, დაახლოებით 321 მილიონი ლარი იყო.
საქართველოს შიდა ტურიზმი III კვარტალში: ვინ და სად მოგზაურობდა?




























