საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, "რუსთავი 2"-ის ეთერში პედაგოგების სახელფასო პოლიტიკაზე ისაუბრა. როგორც ის ამბობს, პრეტენზიები, რაც მასწავლებლების თუ განათლების მკვლევარების მხრიდან დაფიქსირდა მისთვის გაუგებარია.
"ვეცადეთ მასწავლებლებისთვის კარგად აგვეხსნა რაში მდგომარეობდა ახალი სახელფასო პოლიტიკა და ახლა უკვე ვფიქრობ, ნათელია მათთვის ყველაფერი. გარკვეულ წრეებში, მცირეში, თუმცა მაინც მუსირებს, მსგავსი ფრაზა "ხელფასი კი არ გვემატება, არამედ გვაკლდება" - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის ხელფასის უპრეცედენტო ზრდა. ბოლო წლების მანძილზე არცერთ პროფესიაში არ მომხდარა, ერთჯერადად ამხელა ნახტომი, რომელიც ახლა გავაკეთეთ.
ჩვენ დღეს გვყავს საჯარო სკოლებში სტატუსიანი, 52 000 მასწავლებელი. არ აქვს მნიშვნელობა მათ მცირე დატვირთვა აქვთ თუ დიდი დატვირთვა, მუშაობს ერთ სკოლაში თუ ორში. თუ ისინი აიღებენ დღევანდელ დატვირთვას და ძველ სახელფასო ფორმულას და მიუსადაგებენ ახალ სახელფასო ფორმულას, ისინი მიიღებენ სულ მცირე 200 ლარიან ზრდას. ეს სულ მინიმუმ 200 ლარიანი ზრდა, ეხება პედაგოგების 5-დან 7-%-ს. პედაგოგების 70%-ს კი მინიმუმ 500-დან 800-ლარამდე ეზრდება. მატება არის 600-ლარიანი, 700-ლარიანი და 800 ლარიანი. ეს არის ის რანჟირებები, რომელიც ახალი სახელფასო ფორმულის მიხედვით მივიღეთ და ეს ბიუჯეტს წლიურად 250 მილიონი ლარი უჯდება.
ჩემთვის გაუგებარია ნებისმიერი პრეტენზია, ხაზს ვუსვამ არცერთ პედაგოგს ხელფასი არ უმცირდება," - აცხადებს გიორგი ამილახვარი.
ვის რამდენით მოემატება ანაზღაურება 1 ივლისიდან? - მასწავლებელთა ხელფასის ზრდის ფორმულა ცნობილია