მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენია “ვისოლის”, “სოკარის”, “გალფის” და სხვა ნავთობკომპანიების შემოსავლები?

63a990e6c1c2d
შოთა ტყეშელაშვილი
26.12.22 17:35
9272
საქართველო ყოველწლიურად მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს ყიდულობს. ამ ნავთობის უდიდესი ნაწილის რეალიზაციას ქვეყანაში მოქმედი საცალო ქსელები ახდენენ, რომლებიც ყოველდღიურად 1.2 მილიონ ავტომობილს და ათასობით სატრანზიტო სატვირთოს ემსახურებიან.

ამ კომპანიებმა 2021 წლის ფინანსური ანგარიშგებები უკვე გაასაჯაროვეს.

ნავთობკომპანიების 2021 წლის ფინანსური შედეგები ასე ნაწილდება:

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი"

● შემოსავალი: 972 მლნ ლარი;
● წმინდა მოგება: 21.3 მლნ ლარი;
● კომპანიის აქტივები: 345 მლნ ლარი.

"რომპეტროლ საქართველო"

● შემოსავალი: 734 მლნ ლარი;
● წმინდა მოგება: 7.9 მლნ ლარი;
● კომპანიის აქტივები: 173 მლნ ლარი.

"გალფი"

● შემოსავალი: 706 მლნ ლარი;
● წმინდა მოგება: 19.1 მლნ ლარი;
● კომპანიის აქტივები: 263 მლნ ლარი.

ჯგუფი "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია"

● შემოსავალი: 530 მლნ ლარი;
● წმინდა მოგება: 6.4 მლნ ლარი;
● კომპანიის აქტივები: 231 მლნ ლარი.

"ლუკოილ ჯორჯია"

● შემოსავალი: 474 მლნ ლარი;
● წმინდა მოგება: 1.4 მლნ ლარი;
● კომპანიის აქტივები: 78 მლნ ლარი.

“პორტალ პეტროლეუმ ჯორჯია”

● შემოსავალი: 310 მლნ ლარი;
● წმინდა მოგება: 4.2 მლნ ლარი;
● კომპანიის აქტივები: 19.6 მლნ ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები