მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენიმესაათიანი შეფერხების შემდეგ, Google-ის მუშაობა აღდგა

google
სტატიაში საუბარია:

რამდენიმესაათიანი შეფერხების შემდეგ, Google-ის სერვისებზე წვდომა აღდგა.

ცნობისთვის, დღეს, დილის 11:10 საათზე კავკასიისა და ბალკანეთის რეგიონებში, ასევე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მილიონობით მომხმარებელს Google-ის სერვისებზე წვდომა შეიზღუდა.

გათიშვა არამხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთსა და აზერბაიჯანს, ასევე თურქეთს, საბერძნეთს, ბულგარეთს და ბალკანეთის სხვა ქვეყნებს შეეხო. ასევე, რამდენიმე დასავლეთ ევროპულ ქვეყანასაც მათ შორის გერმანიას, ნიდერლანდებს, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა Google-ის გათიშვის მიზეზი. მომხმარებელს არამარტო საძიებო სისტემაზე, არამედ Youtube-სა და Gmail-ზეც არ ჰქონდათ წვდომა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები