მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენით გაიზარდა ენერგოსისტემის სიმძლავრე ბოლო ათ წელში

გარდაბანი 2-ის თბოსადგური

ბოლო ათ წელში ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 1 211 მეგავატით გაიზარდა. აქედან მნიშვნელოვანი იყო თბოსადგურების აშენება და ექსპლუატაციაში გაშვება, რამაც ქვეყნის დადგმული ჯამური სიმძლავრე მნიშვნელოვნად გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში აშენდა ორი თბოსადგური გარდაბანში, რომელთა სიმძლავრე 460 მეგავატია.

ბოლო ათ წელში დადგმული სიმძლავრე ასეთია:

  • 2023 წელი - 28.7 მგვტ
  • 2022 წელი - 26.92 მგვტ
  • 2021 წელი - 23.51 მგვტ
  • 2020 წელი - 252.73 მგვტ
  • 2019 წელი - 63 მგვტ
  • 2018 წელი - 63.96 მგვტ
  • 2017 წელი - 233.75 მგვტ
  • 2016 წელი - 150.6 მგვტ
  • 2015 წელი - 236.15 მგვტ
  • 2014 წელი - 131.64 მგვტ
წყარო: სემეკი

ამჟამად საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 4621 მგვტ-ია, აქედან დაახლოებით 70% ჰიდროსადგურებია, ხოლო 25% თბოსადგურები. უმნიშვნელოა ქარის სადგურის წილი. საქართველოს ენერგოსისტემაში ჩართული მზის სადგური არ გააჩნია.

მთავრობა 2034 წლისთვის საქართველოს ენერგოსისტემის სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს. გადამცემი ხაზების განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით, დადგმული სიმძლავრე ათ წელში 4 621 მგვტ-დან 10 336 მეგავატამდე უნდა გაიზარდოს.

ეს 10336 მგვტ ასე გადანაწილდება: 4314 მგვტ იქნება მარეგულირებელი ჰესების სიმძლავრე, 2908 მგვტ მოდინებაზე მომუშავე ჰესების, 1291 მგვტ ქარის სადგურების, 232 მგვტ მზის სადგურების, ხოლო 1480 მგვტ თბოსადგურები.

სახელმწიფო ელექტროსისტემა მომდევნო ათ წელში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას ელოდება. საპროგნოზო მონაცემებით, 2034 წლისთვის მოხმარება 19 მილიარდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. დადგმული სიმძლავრის გამომუშავება კი 36 მილიარდი კვტ/სთ იქნება, აქედან ჰესებზე 26 მილიარდ კვტ/სთ მოვა, ხოლო ქარის და მზის სადგურების გამომუშავება 5.2 მილიარდი კვტ/სთ-მდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები