მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენით მეტ მგზავრს მოემსახურა მესტიის და ამბროლაურის აეროპორტი 2019 წელს - სტატისტიკა

5e1d7f4e9d93a
თელარა გელანტია
15.01.20 09:00
1338
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, გასული 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები, ჯამში, 5 209 505 მგზავრს მოემსახურა, რაც 2018 წელთან შედარებით 3.5%-ით მეტია, ხოლო ხოლო 2017 წელთან შედარებით ზრდა 27.63%-ია.

რაც შეეხება უშუალოდ ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, 2019 წელს მესტიის აეროპორტი 25.7%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, ამბროლაურის აეროპორტში კი, მგზავრთნაკადის 24%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

კერძოდ, მესტია გასული წლის დაჯამებული მონაცემებით, 8 625 მგზავრს მოემსახურა, რაც 1 767 მგზავრით, შესაბამისად 25.77%-ით მეტია ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.

ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ თორმეტ თვეში 1 966 მგზავრი მიიღო, რაც 384 მგზავრით მეტია (24%) ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები