მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენკაციანი შეკრება იქნება დაშვებული ღია სივრცეში? – განმარტება

5f590a63b5219
თამთა ჯიჯავაძე
09.09.20 21:20
3019
რამდენკაციანი შეკრება იქნება დაშვებული ღია სივრცეში დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით? – ამ კითხვით bm.ge-მ მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა.

როგორც მთავრობის პრესსამსახურში განმარტავენ, ღია სივრცეებში ერთ მაგიდასთან 12 ადამიანზე მეტის შეკრება დაუშვებელია. დახურულ სივრცეებში კი, მაგალითად რესტორნებში, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 10 ადამიანია დაშვებული.

რაც შეეხება ქორწილებს, ქელეხებს და იუბილეებს, მსგავსი ღონისძიებები მთლიანად იკრძალება. თუმცა, ეს არ ეხება ქორწინებას, როგორც რიტუალს.

„ქორწინება, რომელიც იმართება დახურულ სივრცეში, იქ მოქმედებს 10-კაციანი შეზღუდვა და შესაბამისად, ამ ცერემონიალის მონაწილე 10 კაცის მეტი ვერ იქნება“, – განმარტეს მთავრობის პრესსამსახურში.

ქორწილების და ქელეხების ხელახლა აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს. როგორც შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, "ვუბრუნდებით იმ შეზღუდვას, რომელიც აქამდე იყო. „დახურულ სივრცეებში ეს შეზღუდვა უკვე მოქმედებდა და ხვალიდან ეს გავრცელდება ღია სივრცეებზეც“, - დასძინა მან.

გარდა ამისა, დღესვე მიიღეს გადაწყვეტილება თეატრებისა და კინოთეატრების გახსნის თარიღის 1 ნოემბრამდე გადავადების შესახებ.

შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა იზრდება. მაგალითად, დღეს კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 44-ით გაიზარდა. ჯამში საქართველოში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1773-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები