მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენს გამოიმუშავებენ TikTok-ზე ბლოგერები?

61dc27b24ea4d
მარიამ ადამია
11.01.22 01:00
8357
TikTok-მა ციფრული ვარსკვლავების ახალი თაობა შექმნა, რომელთა ნაწილი მათ მიერ მომზადებული კონტენტისა და მასზე მზარდი ინტერესის შესაბამისად, სოლიდური თანხის გამომუშავებას ახერხებს.

როგორც გამოცემა BusinessInsider-ი წერს, TikTok-ს მონეტიზაციის რამდენიმე ინსტრუმენტი აქვს, როგორებიცაა მაგალითად, ვირტუალური "საჩუქრები“ და ასევე "საავტორო ფონდი", თუმცა ეს მხოლოდ მათთვისაა, ვისაც 30 დღის განმავლობაში 100,000 ნახვა აქვთ და მინიმუმ 10,000 მიმდევარი ჰყავთ.

TikTok-ბლოგერი, პრესტონ სეო ამბობს, რომ მას 2,1 მილიონი გამომწერი ჰყავს, და 2021 წლის იანვრიდან, 2021 წლის მაისამდე, $1 664 გამოიმუშავა, ანუ მისი გვერდი, დღეში საშუალოდ 9-დან 38 დოლარამდე თანხას გამოიმუშავებს.

ზოგიერთი კონტენტ-მეიკერი კი, ფულს ვირტუალური „საჩუქრების“ მიღებით შოულობს, რომელიც ლაივ სტრიმინგის დროს აქტიურდება და შეიძლება ნაღდ ფულში ტრანსფორმირდეს. ეს TikTok-ის მონეტიზაციის კიდევ ერთი ინსტრუმენტია. მაგალითად, ბლოგერი ლუსი დევისი ყოველ ჯერზე, როდესაც პირდაპირ ეთერში გადის, $20-დან $300-მდე გამოიმუშავებს.

გარდა ამისა, ფულის გამომუშავების კიდევ ერთი გზა, ცნობილ ბრენდებთან პარტნიორობის დაწყებაა. დღეს ბევრი გავლენიანი და ცნობილი სახე სწორედ ამ მეთოდს მიმართავს. ისინი დასპონსორებულ პოსტში საშუალოდ $350-დან $600-მდე შემოსავალს იღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები