მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენს ხარჯავენ საქართველოში ჩამოსული ვიზიტორები?

ტურიზმი

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო მოგზაურების 7.4 მილიონი შემოსვლა, რაც 4.2%-იანი ზრდაა წინა წლის მაჩვენებელზე. აქედან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობამ 6.5 მილიონი შეადგინა.

შარშანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა; მეორე ადგილზეა თურქეთი; ხოლო მესამეზე - სომხეთი.

ყველაზე მეტი ვიზიტი 2024 წელს შემდეგი ქვეყნებიდან იყო:

  • რუსეთი - 1 421 923 (ზრდა 0.2%);
  • თურქეთი - 1 336 834 (კლება 4.3%);
  • სომხეთი - 948 299 (კლება 1.5%);
  • ისრაელი - 310 982 (ზრდა 43.3%);
  • აზერბაიჯანი - 219 356 (ზრდა 9.8%);

ვიზიტების უმრავლესობა თბილისსა და აჭარაში განხორციელდა. ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.5 ღამე შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (5.4 ღამე) 2.6%-ით მეტია.

2024 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები კი 14.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 10%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წელთან შედარებით 5.4% გაიზარდა და 2 211 ლარი შეადგინა. ყველაზე მეტი თანხა ვიზიტორებმა განთავსებაზე დახარჯეს; მეორე ადგილზეა საყიდლები, ხოლო მესამე ადგილს საკვები და სასმელები იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები