2023/24 სასწავლო წლებში საქართველოში 31 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. აქედან, 23 ათასი კერძო, ხოლო, 8 ათასი სტუდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტში.
Galt&Taggart-ის განათლების სექტორის კვლევის მიხედვით, უცხოელი სტუდენტების უმრავლესობა (85%) ამჟამად ჯანდაცვის პროგრამებზე სწავლობს. კვლევითი ორგანიზაციის მოლოდინით, მათი რიცხვი უფრო მეტად გაიზრდება მას შემდეგ, რაც ბაკალავრიატი 3 წლიანი გახდება.
განათლებაში გადახდილი გადასახადების გარდა, საკმაოდ დიდია უცხოელი სტუდენტების გაწეული
საყოფაცხოვრებო ხარჯებიც. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის 2 თვეში სტუდენტებმა მეტი დახარჯეს, ვიდრე გასული წლების 12 თვეში.
უცხოელი სტუდენტების დანახარჯები საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში ასე გამოიყურება:
- 2020 წელი - სულ 358 მლნ ლარი; (განათლების დანახარჯი -217, სხვა ხარჯები - 141).
- 20221 წელი - სულ 435 მლნ ლარი; (განათლების დანახარჯი - 259, სხვა ხარჯები - 176).
- 2022 წელი - სულ 532 მლნ ლარი; (განათლების დანახარჯი - 310, სხვა ხარჯები - 222).
- 2023 წელი - სულ 660 მლნ ლარი; (განათლების დანახარჯი - 366, სხვა ხარჯები - 293).
- 2024 წელი 824 მლნ ლარი; (განათლების დანახარჯი - 452, სხვა ხარჯები - 371).
სტუდენტების 52.1% ინდოეთიდანაა, 8.7% იორდანიიდან, ხოლო 5.5% ისრაელიდან.
კვლევაში აღნიშნულია, რომ მოთხოვნა კიდევ უფრო დაჩქარდა 2022/23 წლებში, უკრაინიდან სტუდენტების რელოკაციის შემდეგ.