მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას აკეთებენ უკრაინელი მილიარდერები, უკრაინის დასახმარებლად?

6249ae2f143db
მარიამ ადამია
03.04.22 22:01
5875

რას აკეთებენ უკრაინელები, უკრაინის დასახმარებლად:

1. რინატ ახმეტოვი

უკრაინაში ყველაზე მდიდარი ადამიანი რინატ ახმეტოვია, რომელიც Forbes-ის მიხედვით, 4.6 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს და მშვიდობიან მოსახლეობასა და ჯარისკაცებს ომის დაწყების პირველივე დღიდან ეხმარება. მეწარმის თქმით, მთელი მისი ბიზნესი დღეს ორიენტირებულია დაეხმაროს ადამიანებს გადარჩენაში და ყველა არსებული გზა და საშუალება მიმართოს ამ უბედურების დასრულებისკენ. შედეგად, ომის დაწყების პირველივე დღიდან, მხოლოდ  ახმეტოვის ბიზნეს-აქტივებიდან გაცემულმა დახმარებამ, 600 მილიონი უკრაინული გრინვა შეადგინა. აქედან 100 მილიონი კონკრეტულად კიევს მოხმარდა. 330 ჯავშან-ტექნიკის მომარაგებას, 5 მილიონი გრივნა კი ჰუმანიტარული დახმარებისთვის გამოიყო.

გარდა ამისა, ბიზნესმენი, უკრაინის სამ რეგიონს, საავადმყოფოებს, სამხედროებს, მაშველებსა და თონეებს ელექტროენერგიას უფასოდ აწვდის, რაც დაახლოებით 50-60 მილიონ გრივნას უტოლდება. მეტიც, მობილიზებული ჰყავს  სპეციალისტები და ინჟინრები, რომ უკრაინას ელექტრომომარაგება 24/7-ზე, გამართულად მიეწოდებოდეს. ხოლო  ჯარისკაცებისთვის და ბავშვთა საავადმყოფოების საჭიროებისთვის 1.05 მილიონი გრივნაა გათვალისწინებული. პარალელურად, უკრაინელი მილიარდერი, საწვავისა და თავდაცვის საშუალებების მიწოდებას აგრძელებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია რინატ ახმეტოვის ფონდის როლი, რომელიც ომის დაწყების პირველივე დღიდან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს მოქალაქეებს, ხოლო სახელმწიფო კლინიკებს მედიკამენტებს აწვდის. ახმეტოვის ინიციატივით შეიქმნა ჰუმანიტარული შტაბიც, რომელიც მარაგდება პროდუქტებით და ასევე ჩართულია ადამიანების ევაკუაციაში. ინფორმაციისთვის, რინატ ახმეტოვის ქონება, ომის დაწყების შემდეგ 7.6 მილიარდი დოლარით შემცირდა.

 



2. ვიქტორ პინჩუკი

მდიდარი უკრაინელების რეიტინგში, უკრაინის რიგით მეორე პრეზიდენტის ლეონიდა კუჩმის სიძე, ვიქტორ პინჩუკიც მოხვდა, რომლის ქონება დღეს, 2.5 მილიარდით შემცირების შემდეგ, 1.9 მილიარდი დოლარია. მართალია კონკრეტული თანხა, რომელიც ბიზნესმენმა უკრაინელების დასახმარებლად გამოყო ცნობილი არ არის, თუმცა იმის თქმა დაზუსტებით შეგვიძლია, რომ უკრაინის ჯარს ფულადი რესურსებით ამარაგებს და თან მოუწოდებს დასავლეთს, მეტად კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს ომის მიმდინარეობისას. მის მიერ დაფუძნებულ საქველმოქმედო ფონდში კი, ყოველდღიურად 100 მილიონი უკრაინული გრივნა ირიცხება. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ, პინჩუკმა Wall Street Journal-ში დაწერა სტატია, სადაც დასავლეთს იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდებს და ეს ყველაფერი არაა, მანვე შექმნა სპეიალური ფონდი, სადაც ყოველდღიურად თითქმის ნახევარი მილიონი უკრაინული გრინვა ირიცხება და სრულად სამხედრო საჭიროებებსა და ჰუმანიტარულ დახმარებას ხმარდება.

3. კონსტანტინ ჟევაგო

სიაში რიგით მესამე, კონსტანტინ ჟევაგოა, რომელიც ასევე არ ასაჯაროვებს, თუ რა ოდენობის თანხა გამოყო, 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ქონებიდან, მშობლიური უკრაინის დასახმარებლად, თუმცა ცნობილია მისი ჰუმანიტარული ფონდი, რომლის ანგარიშზე 7.5 მილიონი დოლარია. თავად ქონება კი, თებერვლის შემდეგ,  2.4 მილიარდი დოლარით შეუმცირდა. 

4. ვადიმ ნოვინსკი

დათვლილ რეიტინგში მოხვდა Metinvest-ის აქციონერი ვადიმ ნოვინსკი, რომელიც ქონების 1.4 მილიარდით შემცირების შედეგად, დღეს 1.3 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს და სამშობლოს, მტერთან საბრძოლველად,  სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებს. ამისთვის კომპანიამ 10 მილიონი ევრო გამოყო. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ  თანხის ნაწილი,  რინატ ახმეტოვის აქტივებსაც მოიცავს, რომელიც ასევე კომპანიის აქციონერია. გარდა ამისა, ბიზნესმენი ვადიმ ნოვინსკი, საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით დაზარალებულ ჯარისკაცებსაც უწევს დახმარებას, ამ მიზნით კი ერთი კვირის განმავლობაში, დაახლოებით 10 მილიონი უკრაინული გრივნა დაიხარჯა.

5. პეტრო პოროშენკო

რაც შეეხება უკრაინის მეხუთე პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, რომელიც ომის დაწყების პირველივე დღიდან, ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, დაკეტონ უკრაინის ცა და კიევს საბრძოლო თვითმფრინავები და თავდაცვის საშუალებები მიაწოდონ, თავადაც აქტიურად არის ჩართული და ეხმარება ქვეყანას, კონკრეტულად კი ჯარს: ტექნიკით, აღჭურვილობითა და სპეციალური სამოსით. ინფორმაციისთვის, პოროშენკოს ქონება 700 მილიონი დოლარია და მან ომის პერიოდში 1.6 მილიარდი დოლარი დაკარგა, შესაბამისად ფორბსის მილიარდერთა სიასაც გამოეთიშა. გარდა ამისა, ის პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, თუ რა დახმარებას უწევს ის და მისი მეუღლე ჯარსა და ექიმებს. 

6. სერგეი ტიგიპკო

მილიარდერების ჩამონათვალში სერგეი ტიგიპკოც მოხვდა, რომელსაც ომის დაწყების შემდეგ,  0.7 მლრდ დოლარით შეუმცირდა ქონება და დღეს  600 მილიონ დოლარს ფლობს. ის არ აკონკრეტებს, ზუსტ თანხას, რომელიც ომის მიმდინარეობისას,  ურაინის ჯარს მოახმარა, თუმცა ტიგიპკო ადასტურებს ფაქტს, რომ სამხედრო აღჭურვილობისა და  საჭირო პროდუქტების მომარაგებას უზრუნველყოფს და ეხმარება ასევე იძულებით გადაადგილებულ პირებსაც. 

7. გალინა და ალექსანდრ გერეგები

და სიის ბოლო წევრები გალინა და ალექსანდრ გეგერები არიან, 500 მილიონი დოლარის ქონებით, რომლებმაც ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში, უკრაინული არმიის დახმარება გადაწყვიტეს და ამისთვის 100 მილიონ გრივნაზე მეტი გამოყვეს, ასევე უზრუნველყოფენ მოსახლეობისა თუ ტექნიკის ტრანსპორტირებას უკრაინიდან ევროპაში და პირიქით. მათი ქონება კი ომის დაწყების შემდეგ, 1.7 მლრდ დოლარით შემცირდა და ისინი ფორბსის მილიარდერთა სიიდან ამოვარდნენ.

ეს არ არის იმ ბიზნესმენების სრული ჩამონათვალი, ვინც უკრაინას ეხმარება. მათ რიგებს ის ადამიანებიც ავსებენ, რომლებიც წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობენ და შრომობენ. მათ შორისაა, სტარტაპ Revolut-ის თანადამფუძნებელი,  ვლად იაცენკო, რომელმაც ერთი კვირის განმავლობაში უკრაინას ყოველდღიურად 1.5 მილიონი ფუნტი გადაურიცხა. ცალკე აღნიშვნის ღირსია - ალექსანდრე იაროსლავსკი, რომელიც უკრაინის დასახმარებლად იახტას ყიდის და ეს თანხა რუსეთზე გამარჯვების შემდეგ, ხარკოვის აღდგენას მოხმარდება. ხოლო მილიარდერი იური კოსიუკი ამბობს, რომ უკრაინელებს 4 000 ტონა პროდუქცია და  200 მილიონი უკრაინული გრივნა გადასცა. მან ისიც ვთქვათ, რომ რამდენიმე მათგანი, რომლებსაც ხშირად ვხედავთ Forbes-ის სიაში, ომის დაწყების დღიდან ჩუმად არის. მაგალითად მედიაში არ იძებნება ინფორმაცია, ეხმარება თუ არა სამშობლოს ბიზნესმენი -  იგორ კოლომოისკი, რომლის ქონებაც დღეს მილიარდი ამერიკული დოლარია, ან გენადი ბოგოლიუბოვი, რომელებიც დანაკარგების მიუხედავად, დღევანდელი მონაცემებით მილიალდერთა სტატუსს ინარჩუნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები