მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მოქალაქეობა ორმა ყოფილმა მილიარდერმა დათმო

ტიმაშევი და ბარონოვი

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა არაერთმა ცნობილმა და მდიდარმა ადამიანმა დათმო. რუსული “ფორბსის” ინფორმაციით, აღნიშნულ სიას კიდევ ორი ადამიანი შეემატა, საუბარია ამერიკული IT-კომპანიების, Veeam Software-ისა და Object First-ის დამფუძნებლებზე, ანდრეი ბარონოვზე და რატმირ ტიმაშევზე, რომელთაც მოქალაქეობა რუსეთ-უკრაინის ომის გამო დათმეს.

ორივე მათგანი არაოფიციალური მილიარდერია, რომლებიც 2017-2021 წლებში, რუსეთის უმდიდრესი 200 მოქალაქის სიაში რეგულარულად ხვდებოდნენ. დიდი ხანია, რაც ორივე ბიზნესმენმა რუსეთი დატოვა: ბარონოვი შვეიცარიაში ცხოვრობს, ტიმაშევი კი - ამერიკის შეერთებულ შტატებში. ორივე ეს ბიზნესმენი კვიპროსის მოქალაქედ რჩება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის თებერვლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი ჯამში ცხრა რუსმა ბიზნესმენმა თქვა, მათ შორის მილიარდერებმა ტიმურ ტურლოვმა, იური მილნერმა, ნიკოლაი სტორონსკიმ, იგორ მაკაროვმა, ვასილი ანისიმოვმა, რუბენ ვარდანიანმა და ოლეგ ტინკოვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები