მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას აკეთებს „შუა დერეფნის“ გაძლიერებისთვის სამი ქვეყნის მიერ დაფუძნებული კომპანია?

რკინიგზა

2023 წლის ნოემბერში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზებმა ერთობლივი კომპანია დააფუძნეს. Middle Corridor Multimodal- ასე ჰქვია კომპანიას, რომელმაც სახმელეთო გადაზიდვების კოორდინაცია და ერთობლივი სატარიფო სისტემის შექმნა უნდა უზრუნველყოს.

BMG-მ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილს ჰკითხა, რას საქმიანობს სამი ქვეყნის ერთობლივი კომპანია, რომლის სადამფუძნებლო ხელშეკრულებას სამი ქვეყნის რკინიგზების ხელმძღვანელებმა თბილისში, "აბრეშუმის გზის ფორუმზე" გააფორმეს.

„ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა დაიდენტიფიცირდეს ის მიმართულებები, რომელსაც მოემსახურება ერთობლივი საწარმო და შემდგომში იგი დაიწყებს სრულფასოვან ფუნქციონირებას. მათ შორის ტარიფების ნაწილშიც ექნება თავისი ხედვა ამ კომპანიას და რა თქმა უნდა საზოგადოება ამას გაიგებს მას შემდეგ, რაც სრულფასოვნად ამოქმედდება ამ კომპანიის მუშაობა“,- განაცხადა გურამიშვილმა.

„წლის განმავლობაში იქნება“- ასე უპასუხა მინისტრის მოადგილემ კითხვას, თუ როდიდან დაიწყებს Middle Corridor Multimodal-ი სრულყოფილ საქმიანობას.

სწრაფი და გამჭვირვალე მომსახურება სრულ მარშრუტზე – ეს არის Middle Corridor Multimodal-ის მთავარი ამოცანა. პარტნიორი ქვეყნების რკინიგზები ახალი ბლოკმატარებელების მოზიდვას და ტვირთმფლობელებისთვის "ერთი ფანჯრის პრინციპით” მომსახურებას გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები