დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სამედიცინო დაზღვევის მოცულობამ 171.4 მლნ ლარი შეადგინა. ჯანმრთელობის დაზღვევას მოჰყვება ქონების (16%) და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა (16%) დაზღვევა, 59–59 მლნ ლარით.
შემდეგ მოდის სიცოცხლის დაზღვევა (7%) 26.3 მლნ ლარის მოცულობით, ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა (5%) 20.2 მლნ ლარით და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა (4%) 13.6 მლნ ლარით.
საინტერესოა ასევე სხვა მიმართულებები, რასაც საქართველოში აზღვევენ. დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ინფოგრაფიკაზე:
