მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას დაჰპირდა მთავრობა საქართველოს მოსახლეობას და რა გაკეთდა 2013 წლიდან დღემდე? - „კურაციოს“ მიმოხილვა

61c205ec339dc
თამთა ჯიჯავაძე
21.12.21 21:15
497
2013 წლიდან დღემდე რას დაჰპირდა საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოს მოსახლეობას და რა გაკეთდა ბოლო 7 წლის განმავლობაში - ამის შესახებ საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ გიორგი გოცაძისა და ლელა სულაბერიძის მიმოხილვას აქვეყნებს.

როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ დაანონსებული რეფორმებიდან მხოლოდ ორი მათგანის განხორციელება მოხერხდა და ისიც არასრულყოფილად. კერძოდ, რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედება მე-2 ჯგუფის მედიკამენტებისთვის 2014 წელს, რომელიც მალევე შეჩერდა და 2017 წლის ივლისში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ანაზღაურების პროგრამის განხორციელება პენსიონერი და უმწეო მოსახლეობისთვის, რომელიც ასევე უშედეგო აღმოჩნდა.

სტატიაში საუბარია იმ შედეგებზე, რაც მოსახლეობას განუხორციელებელმა რეფორმებმა მოუტანა. მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ დაანონსებული რეფორმების გადავადების და/ან ვერგანხორციელების შედეგად, მედიკამენტების დაფინანსება კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას:

• საქართველოს მოსახლეობის მესამედისთვის მედიკამენტების შეძენა უმთავრესი პრობლემაა (2017) და 50% ვერ ყიდულობს დანიშნულ მედიკამენტს მაღალი ფასის გამო(2019);

• ჯანდაცვაზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი ყოველი ათი ლარიდან შვიდი ლარი მედიკამენტებზე იხარჯება (2018);

• 2017 წელს მედიკამენტებზე მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილმა თანხებმა 983 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 253 მილიონი ლარით მეტია ვიდრე მოსახლეობა 2013 ხარჯავდა;

• მედიკამენტებზე ჯიბიდან დახარჯულ თანხას ოჯახები გაღარიბებამდე მიყავს. 2013 წლიდან 2018 წლამდე 11.5%-დან 17.4%-მდე იმატა ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯის მქონე ოჯახების რაოდენობამ და აღსანიშნავია, რომ კატასტროფული დანახარჯების ძირითადი ნაწილი ამბულატორიულ მედიკამენტებზე მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხებია;

• მედიკამენტებზე დანახარჯი განსაკუთრებით პრობლემურია მოსახლეობის უღარიბესი ფენისთვის, რადგან სწორედ ამ ტიპის დანახარჯის გამო მათი 90% განიცდის ჯანდაცვაზე კატასტროფულ დანახარჯს, ანუ კიდევ უფრო ღარიბდება;

• 2017 წელს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ანაზღაურების პროგრამის გაშვების მიუხედავად, სახელმწიფო მედიკამენტებზე მხოლოდ 2%-ს ხარჯავს, ხოლო ხარჯის 96%-ს მოსახლეობის კისერზეა. მაშინ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში მედიკამენტებზე საერთო ხარჯის ნახევარს მაინც სახელმწიფო იხდის მოსახლეობისთვის ფინანსური ტვირთის შესამსუბუქებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები