ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი $380-მილიარდიან საინვესტიციო შეთანხმებას აფორმებენ. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში, ამერიკული კომპანიები გაერთიანებულ სამეფოში 200 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებენ, რაც ტექნოლოგიის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას მოხმარდება.
სანაცვლოდ, ბრიტანეთი ამერიკული კომპანიებისგან მრავალი მილიარდის ღირებულების სერვისებს შეიძენს და ქვეყანას ავიაწარმოების განვითარებაში დაეხმარება.
როგორც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, ყველა ის ქვეყანა, რომელიც ამერიკასთან პარტნიორობის გზას აირჩევს, თავადაც აუცილებლად იხეირებს, როგორც ეს ბრიტანეთის შემთხვევაში მოხდა.




























