მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას მოიცავს Fifth Third Bank-ის და Comerica-ს $11-მილიარდიანი გარიგება?

fifth

ამერიკულმა საბანკო-საფინანსო კომპანიებმა, Fifth Third Bank-მა და Comerica-მ შერწყმის გადაწყვეტილება მიიღოს.

გარიგების მოცულობა 11 მილიარდ დოლარს შეადგენს და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, აშშ-ში რიგით მე-9 უმსხვილესი საბანკო ჰოლდინგი შეიქმნება, რომლის აქტივების საერთო მოცულობა 288 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

Fifth Third Bank-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, ტრანზაქცია აქციების გაცვლის გზით განხორციელდება და Comerica-ს მენეჯმენტი ახალი ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს შეუერთდება. გარიგების მიზანს რაც შეეხება, მხარეების განმარტებით, შერწყმის შედეგად წარმოქმნილი კომპანია მეტი კლიენტის და ინვესტორის მოზიდვას შეძლებს, რაც საბანკო ჰოლდინგის მომავლისთვის უკეთესი იქნება.

ამბის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში Comerica-ს აქციების 12%-ით გაიზარდა, ხოლო Fifth Third Bank-ის შეფასება 4%-ით დაეცა, რადგან ინვესტორებმა სიახლე განსხვავებულად მიიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები