Perplexity AI-მ Microsoft-თან 750 მილიონი დოლარის ღირებულების სტრატეგიული შეთანხმება გააფორმა.
გარიგების ფარგლებში, AI-სტარტაპი თავისი საძიებო სისტემისა და AI მოდელების მუშაობისთვის Microsoft Azure Cloud-ის ღრუბლოვან ინფრასტრუქტურას გამოიყენებს.
ექსპერტების შეფასებით, შეთანხმება კიდევ უფრო ამყარებს Microsoft-ის პოზიციებს AI ბაზარზე, როგორც წამყვანი ინფრასტრუქტურული პროვაიდერის. მიუხედავად იმისა, რომ Microsoft-ი უკვე არის OpenAI-ის მთავარი Cloud-პარტნიორი, Perplexity-სთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად ზრდის ბაზარზე Microsoft-ის წილს.
ამასთანავე, $750-მილიონიანი ინვესტიცია მოიცავს არა მხოლოდ სერვერების გამოყენებას, არამედ წვდომას Microsoft-ის უახლეს AI ჩიპებსა და ტექნოლოგიურ მხარდაჭერაზე.



























