მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს “აქ და ახლა” - ვახტანგ ბუცხრიკიძე “თიბისის” ახალი გზავნილის შესახებ

5edccc487707f
შოთა ტყეშელაშვილი
07.06.20 15:12
2955
აქ.ახლა” - ეს არის “თიბისი ბანკის” ახალი გზავნილი, რომელიც ბანკმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა.

თიბისი ბანკის CEO ვახტანგ ბუცხრიკიძე გადაცემა “Forbes-ის კვირაში” ამბობს, რომ თიბისი, როგორც ციფრული სერვისების მომწოდებელი ინოვაციური კომპანია, მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად და სწრაფად მიიღოს დისტანციური სერვისი. სწორედ ეს არის თიბისის ახალი გზავნილი - ადამიანებმა კომპანიასთან ერთად, აქ და ახლა , განახორციელონ საკუთარი მიზნები და შექმნან უკეთესი მომავალი.

“ამაზე შეიძლება ბევრი გაშლა მოძებნოთ, მაგრამ განსაკუთრებით ახლა და ბოლო პერიოდში, როდესაც ყველაფერი ციფრულ სივრცეში გადავიდა, როდესაც ვცდილობთ, რომ კორონავირუსის გამო, ყველაფერი ციფრულ სივრცეში გავაკეთოთ, “აქ და ახლა” ნიშნავს, რომ თიბისი ბანკი ზრუნავს იმაზე, რომ ყველაფერი ციფრულ სივრცეში გადაიტანოს და ნებისმიერ წუთში შესთავაზოს ყველაფერი ჩვენ მომხმარებელს. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა პროდუქტი იქნება, ჩვენ მზად ვართ, რომ ყველაფერი ჩვენ მომხმარებელს ახლავე შევთავაზოთ.

ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა გამოწვევები გადალახონ და მათ გვერდით ვიყოთ 24 საათის განმავლობაში და მათთან ერთად გავიზიაროთ ეს გამოწვევებიც და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ,”- ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

ვახტანგ ბუცხრიკიძე Forbes-ის კვირაში:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები