მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას საქმიანობს სტარტაპი Plata, რომლის ინვესტორი ოლეგ ტინკოვია?

ოლეგ ტინკოვი

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ციფრული ბანკის, Tinkoff Bank-ის მაღალი რგოლის მენეჯერების მიერ მექსიკაში დაფუძნებული ფინტექ-კომპანია Plata ლათინური ამერიკის პირველი იუნიქორნი, ანუ სულ მცირე $1 მილიარდად შეფასებული კერძო კომპანია გახდა.

უახლესი საინვესტიციო რაუნდის ფარგლებში კომპანიამ $160 მილიონი მოიზიდა, რა დროსაც ის $1.5 მილიარდად შეფასდა.

Plata თანამედროვე ფინტექ-კომპანიაა, რომელიც მექსიკაში საბანკო ლიცენზიას ფლობს. კომპანიის გენერალური დირექტორი Tinkoff Bank-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ნერი ტოლარდოა, მაგრამ მმართველ საბჭოში ასევე ვხვდებით ალექსანდრ ბროს და დანილ ანისიმოვს, რომლებიც ასევე ოლეგ ტინკოვის ბანკში მუშაობდნენ. Plata სრულად ციფრული ნეობანკია, რომლის მთავარი პროდუქტი — საკრედიტო ბარათია.

როგორც კომპანიის დამფუძნებლები ამბობენ, Plata-სთვის მექსიკა იდეალური ბაზარია, რადგან ის ფინანსური ტექნოლოგიების რევოლუციას გადის. მექსიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი ახალგაზრდაა, ხოლო ქვეყნის ხელისუფლების ერთ-ერთ მიზანი ფინანსური ინკლუზიურობის გაზრდაა. ამ მიზნით, Plata მომხმარებელს $200,000-იანი ლიმიტის მქონე საკრედიტო ბარათს 30%-ში სთავაზობს, რომელსაც თან 15%-იანი ქეშბექი ემატება.

მექსიკური ფინტექ-კომპანიის ადრეულ ინვესტორებს შორის ასევე არიან რუსეთიდან დევნილი მილიარდერები, ოლეგ ტინკოვი და მაიკლ კალვი. როგორც ბიზნესმენებმა რამდენიმე დღის წინ გასულ ინტერვიუში ამბობენ, სხვა ინვესტორებთან ერთად კომპანიაში $300 მილიონი ჯერ კიდევ 2023 წელს ჩადეს. როგორც ჩანს, ეს გარიგება ტინკოვმა რუსეთში Tinkoff Bank-ის იძულებით გაყიდვის შდეგად მიღებული ფულით დააფინანსა.

შეგახსენებთ, რომ Tinkoff Bank-ის და TCS Group-ში შემავალი სხვა კომპანიების წილები ოლეგ ტინკოვმა 2022 წლის დასაწყისში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მალევე გადაწყვიტა. აღნიშნული აქტივები რუსეთის უმდიდრესი მოქალაქის, ვლადიმირ პოტანინის Interros-მა შეიძინა, თანაც, როგორც ტინკოვი ამბობს - “კაპიკებში”. მას შემდეგ, მილიარდერს არაერთხელ უთქვამს, რომ წილები პუტინის წინააღმდეგ გამოსვლების გამო დაათმობინეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები