ცნობისთვის, ბიუ ტერას სასუქი ფრინველის ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიიღება.
“ფერმერი ჩადებულ თანხას 3-4 წლის განმავლობაში ამოიღებს. ბიუ ტერას სასუქი ნიადაგს აახლებს და მის გრძელვადიან ეფექტიანობასაც უზრუნველყოფს. ფერმერს ეს გაცილებით უკეთეს შედეგს მისცემს, ვიდრე მინერალური სასუქი, თუმცა თუ ორივეს გამოყენებას გადაწყვეტს, პრობლემა არც ამაში იქნება.
ბიუ ტერას კომპოსტირებული სასუქი ძალიან პოპულარულია ევროპაში და ამერიკაში. გამოიყენება როგორც მევენახეობაში, ასევე ყველანაირ მეურნეობაში. გვალვიანობის საწინააღმდეგოდაც შეგვიძლია მისი გამოყენება.
ის სხვადასხვა სეგმენტზეა გათვლილი, როგორც ფერმერებზე, ასევე მათთვისაც, ვისაც სახლში სურს მცენარის გაზრდა", - განაცხადა ირაკლი ლომიძემ."
მისივე თქმით, მომხმარებელს მათი პროდუქციის შეძენა თბილისის გარდა რეგიონულ მაღაზიებშიც შეუძლიათ.




























