Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი Nvidia-ს დირექტორთა საბჭოს ჯენსენ ჰუანგის მუდმივი შემცვლელის პოვნას კომპანიის შიგნით ურჩევს.
Semafor-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ბეზოსმა განაცხადა, რომ Nvidia იმდენად კომპლექსური კომპანიაა, რომ გარედან მოწვეულ აღმასრულებელ დირექტორს წარმატების მიღწევის მინიმალური შანსი ექნება და ეს ნაბიჯი მხოლოდ უკიდურეს ზომად უნდა განიხილებოდეს.
მართალია, ბეზოსმა უარი თქვა ჰუანგის შესაძლო დაბრუნების საკითხის შეფასებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ Nvidia-ს დამფუძნებელი პატივისცემას ნებისმიერ შემთხვევაში იმსახურებს.
შეგახსენებთ, რომ ჯენსენ ჰუანგმა გენერალური დირექტორის თანამდებობა გასულ ხუთშაბათს დატოვა, თუმცა მიმდინარე კვირას ჰუანგმა განაცხადა, რომ მზად არის პოსტზე დასაბრუნებლად, თუკი ამას დირექტორთა საბჭო მოითხოვს.
ამ ეტაპზე Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას ფინანსური დირექტორი კოლეტ კრესი ასრულებს, საბჭო კი ჰუანგის მუდმივ შემცვლელს აქტიურად ეძებს.
























