გასულ წელს ჩინეთში $227.6 მილიონი აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 14.9%-ით მეტი იყო. ამ მაჩვენებლით ჩინეთმა მთლიან ექსპორტში უკრაინის შემდეგ მეექვსე ადგილი დაიკავა (წილი მთლიან ექსპორტში - 6%).
რაც შეეხება იმპორტს, საქართველომ გასული წლის განმავლობაში ჩინეთიდან 4.5%-ით უფრო მეტი - $858.7 მილიონის ღირებულების საქონელი შეიძინა. ამ შედეგით, ჩინეთმა მთლიან იმპორტში რუსეთის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.
საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ჩინეთში საქართველოს მთავარ საექსპორტო საქონელს ალკოჰოლური სასმელები წარმოადგენს. უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ხუთეული ასეთია:
1) სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $172.3 მილიონი აშშ დოლარი;
2) ყურძნის ნატურალური ღვინოები - $18.9 მილიონი აშშ დოლარი;
3) ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - $12.9 მილიონი აშშ დოლარი;
4) მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონების - $5.7 მილიონი აშშ დოლარი;
5) კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - $3.6 მილიონი აშშ დოლარი.
რაც შეეხება ჩინეთიდან უმსხვილეს საიმპორტო საქონელს, მისი სია ასეთია:
1) ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - $30.8 მილიონი აშშ დოლარი;
2) ხმოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - $22 მილიონი აშშ დოლარი;
3) რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - $21.7 მილიონი აშშ დოლარი;
4) აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისათვის (ტელევიზორები) - $21.3 მილიონი აშშ დოლარი;
5) გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები (კომპიუტერები, სერვერები) - $21.1 მილიონი აშშ დოლარი.
რაც შეეხება 2020 წლის იანვარს, საქსტატის მონაცემებით, ჩინეთში ექსპორტმა $44.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტის ოდენობა კი $64.9 მილიონი დოლარი იყო.