მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაში ედება ბრალი კრიპტობირჟა FTX-ის დამფუძნებელს?

6399be51d9a19
გიორგი თოლორდავა
15.12.22 00:15
703
გაკოტრებული კრიპტობიტჟის, FTX-ის დამფუძნებელსა და ყოფილ აღმასრულებელ დირექტორ სემ ბენკმენ-ფრიდს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი ოფიციალურად წარუყენა.

პროკურატურა კრიპტობირჟის დამფუძნებელს სამართალდარღვევის 8 მუხლით ედავება, მათ შორისაა: ფულის გათეთრება, ფინანსური რეგულაციების დარღვევა, ანგარიშგების წარმოების პროცედურების დარღვევა, ფინანსური თაღლითობა, კლიენტების აქტივების მითვისება და ფინანსების არამიზნობრივი განკარგვა.

სასამართლოს მიერ ყველა ზემოჩამოთვლილი მუხლით ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სემ ბენკმენ-ფრიდს 115 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესჯება, ხოლო FTX მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ თაღლითურ ორგანიზაციად კვალიფიცირდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბენკმენ-ფრიდი ბაჰამის პოლიციამ დააკავა. პროკურატურის განმარტებით, მას ბრალად ედება თაღლითობა, რის გამოც ის სასამართლოს წინაშე წარდგება.

„ბაჰამის ხელისუფლებამ, აშშ-ის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის სასამართლოს მიერ წარდგენილ დალუქულ საბრალდებო დასკვნაზე დაყრდნობით, სამუელ ბენკმენ-ფრიდი დააკავა. იგი პატიმრობაში იქნება ჩვენი ქვეყნის ექსტრადიციის კანონის შესაბამისად“. - განაცხადა ბაჰამის კუნძულების გენერალურმა პროკურორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები