აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 2025 - 2028 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა - 186,3 მლნ ლარი
ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა -11,8 მლნ ლარი
მთის კურორტებისა და სარეკრეაციო ადგილების განვითარება - 54,0 მლნ ლარი
აჭარის მყარი ნარჩენების მართვა - 57,1 მლნ ევრო
აჭარაში წყლის სისტემის განვითარება - 100 მლნ ევრო
პრიორიოტეტების განხილვა დღეს გაიმართა და მას სამინისტროს თანამშრომლები, საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ლექტორები და სტუდენტები, ტურიზმის და გზების სფეროს ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.