მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ აძლევს თავს უფლებას [ბერსე], სამოქალაქო საზოგადოების გვერდის ავლით რამე მოითხოვოს - იურისტი

საბა ბრაჭველი

"ღია საზოგადოების" ფონდის იურისტის საბა ბრაჭველის შეფასებით, "ოცნების" მცდელობაა ლეგიტიმაციის ნამცეცები ვინმესგან მაინც მოიპოვოს". ასე ეხმაურება ის სოციალურ ქსელში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებას "რუსული კანონში" ცვლილებასთან დაკავშირებით.

უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება - ალან ბერსე

"პარტიამ, რომელიც სუვერენიტეტის აბსოლუტურ დაცვას ქადაგებდა, "ქართული კანონის" მიღებით ამაყობდა, ყველა საერთაშორისო პარტნიორს ლანძღავდა - ევროსაბჭოს პირველივე ვიზიტის ფარგლებში მისი ავტორიტარიზმის პირველ სიმბოლოზე - რუსულ კანონზე უარი თქვა.

ცალკე საკითხავი ისაა, ბატონი ბერსე რატომ აძლევს თავს უფლებას, სამოქალაქო საზოგადოების გვერდის ავლით რამე მოითხოვოს. მით უმეტეს, რომ ფსონები 'ცოტა' გაზრდილია და რუსულ კანონს თვეებია, ღიად ვარღვევთ. მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, თავად ოცნებას შეეთავაზებინა, კანონს უკან წავიღებთ, ოღონდ ერთობლივი ჯგუფის ფორმატზე დაგვთანხმდითო.

ეს ოცნების მცდელობაა, ლეგიტიმაციის, აღიარების ნამცეცები მაინც მოიპოვოს ვინმესგან. ბნელ ოთახში შავი კატების დევნისთვის აღარ ცხელათ გუშინ ამერიკა-ბრიტანეთისგან დასანქცირებულებს, დღეს და ხვალ - სხვა ქვეყნებიდან იმავეს მომლოდინეებს. მთავარი ისაა, რომ უკვე მასშტაბურად აგორებულ მომენტუმს ნამცეცები ვერ შეაკავებენ", - განაცხადა საბა ბრაჭველმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები