მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ აგრძელებს უკრაინა რუსული გაზის ტრანზიტს? - პოდოლიაკის პასუხი

6286409b008b4
ვიქტორია მღებრიშვილი
19.05.22 18:00
5131
უკრაინის პრეზიდნეტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინამ რუსული გაზის სატრანზიტო მოცულობა მნიშვნელოვნად შეამცირა და რუსული გაზის ბაზრიდან გამოყოფა აცულებლად მოხდება, მაგრამ ამას მეტი დრო დასჭირდება. უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის საკითხზე მან რადიო „მაესტროსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტისას მოკლევადიანი და გრძელვადიანი შეთანხმებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს ოფიციალური კიევი გაზის შესყიდვის მოკლევადიანი ხელშეკრულებების დადების თავიდან არიდებას ცდილობს.

„არსებობს ნავთობის შესყიდვის მოკლევადიანი ხელშეკრულებები, რომლითაც რუსეთი მილიონობით დოლარს იღებს და ასევე არსებობს 5-10-წლიანი-გრძელვადიანი შეთანხმებები, თუმცა პრობლემა ამ ხელშეკრულებებში არაა. რუსული გაზის ბაზრიდან გასვლა აუცილებლად მოხდება. ამას მეტი დრო დასჭირდება, რადგან ეს გრძელვადიანი პროცესია და გრძელვადიანი შეთანხმებების ვალდებულებებით რეგულირდება.

ახლა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ენერგორესურსების შესყიდვის მოკლე, სიტუაციური კონტაქტები არ გაფორმდეს. როცა დღეს ხელი ეწერება კონტრაქტს და მიწოდება ერთი კვირის განმავლობაში ხდება, ეს რეალური ფულია რუსეთისთვის. სამთვიანი ომის განმავლობაში რუსეთმა არა გაზის, არამედ ნავთობის მოკლევადიანი შეთანხმებებიდან 100 მლრდ ევრომდე შემოსავალი მიიღო. ეს ის თანხაა, რომელიც სამხედრო ოპერაციებზე, ხალხის მკვლელობაზე იხარჯება. უხეშად რომ ვთქვათ, იმისთვის, რომ ომი იყოს ნაკლებად ინტენსიური, დესტრუქციული და ნაკლებად მომაკვდინებელი უკრაინის მოქალაქეებისთვის, საკმარისია ევროპამ უარი თქვას ნავთობის მოკლევადიან კონტრაქტებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

რაც შეეხება გაზის გრძელვადიან კონტრაქტებს, მათ ევროპაც დატოვებს, უკრაინაც, პოლონეთიც და გერმანიაც, რომელმაც განცხადების დონეზე უკვე გააჟღერა, რომ რუსული ენერგიის მიღებაზე უარს იტყვის. დღეს, რუსული გაზის გრძელვადიანი შეთანხმებებიდან მიღებული თანხები რუსეთში არ მიდის, რადგან ქვეყნები იმ გაზს იღებენ, რომლის საფასურიც 2-3 წლის წინ, წინმსწრებად გადაიხადეს. რაც შეეხება ნავთობს, ეს სიტუაციური გაყიდვაა, როდესაც დღეს ყიდი და დღესვე ღებულობ თანხას. აი, ეს მიმართულებაა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ნავთობის შესყიდვის ხელშეკრულებები, სრულად უნდა იქნას გაჩერებული. შედეგად რუსეთს იმ მოცულობის ფული აღარ ექნება, რაც დღეს აქვს“, - განმარტა მიხაილ პოდოლიაკმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები