Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული Meta მასშტაბურ რეორგანიზაციას გეგმავს და თანამშრომლების 20%-ის გათავისუფლებას აპირებს. თუკი მარკ ცუკერბერგის კომპანია მართლაც აირჩევს ამ სტრატეგიას, მაშინ სამსახურის დატოვება 16,000-მდე თანამშრომელს მოუწევს, რომელთა უდიდესი ნაწილი მაღალკვალიფიციური IT-სპეციალისტია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული კოლოსალური ხარჯებია. მოგეხსენებათ, Meta გეგმავს, რომ 2028 წლისთვის მონაცემთა ცენტრების მშენებლობასა და AI-ინფრასტრუქტურაზე 600 მილიარდი დოლარი დახარჯოს.
კომპანიის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ AI-აგენტების დანერგვა Meta-ს საშუალებას მისცემს, იგივე ან მეტი სამუშაო გაცილებით მცირე რესურსებით შეასრულოს. თავად ცუკერბერგმაც აღნიშნა, რომ პროექტები, რომლებსაც ადრე დიდი გუნდების ჩართულობა სჭირდებოდა, ახლა შესაძლოა ერთმა ნიჭიერმა ადამიანმა დამოუკიდებლად დაასრულოს, ცხადია, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რომელიც უკვე კოდის უდიდეს ნაწილს წერს.
აღსანიშნავია, ეს ტენდენცია მხოლოდ Meta-ს არ ეხება, რადგან მსგავსი ნაბიჯები 2026 წლის დასაწყისში Amazon-მა და Block-მაც გადადგეს, რაც იმაზეც მიანიშნეს, რომ ტექნოლოგიური გიგანტები ადამიანურ რესურსებს სულ უფრო აგრესიულად ჩაანაცვლებენ მანამ, სანამ ავტომატიზაციის მაჩვენებელი 90%-ს არ მიაღწევს.




























