მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ არის „ჯორჯიან ნექტარის“ წვენები ადგილობრივ ბაზარზე და როგორია კომპანიის გეგმები

5ed75a54df5f8
ვიქტორია მღებრიშვილი
03.06.20 20:27
1502
100%-ით ჩვენს ფინანსებზე ვიყავით დამოკიდებული და არ იყო მარტივი რომ ორივე მიმართულებით განგვევითარებინა ჩვენი საქმიანობა, - ასე პასუხობს წვენების ექსპორტიორი კომპანია „ჯორჯიან ნექტარის“ ექსპორტის მენეჯერი ნატა დავითაია BM.GE-ს კითხვას, რომელიც წარმოების მიერ ადგილობრივი ბაზრის ათვისებას შეეხება.

მისი თქმით, არსებული ფინანსური რესურსებით კომპანია მხოლოდ ექსპორტის მიმართულებით გაფართოვებას აგრძელებს.

„ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი წვენების შემოტანას არ ვგეგმავთ, რადგან ეს ჩვენთვის გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, როგორიც არის დისტრიბუციის ხარჯები. დღევანდელი მოცემულობით ყველა სუპერმარკეტი ითხოვს გარკვეულ საფასურს, რომ შენი პროდუქცია განათავსონ დახლზე. ჩვენთვის უფრო კომფორტულია ექსპორტის მიმართულებით მუშაობა და ადგილობრივ ბაზარზე შესასვლელად საჭირო ფინანსურ რესურსსაც ვზოგავთ. ჩვენ არ ვართ დიდი კომპანია, თუმცა 12 წლიანი ექსპორტის გამოცდილება გვაქვს. 100%-ით ჩვენს ფინანსებზე ვიყავით და ვართ დამოკიდებული და არ იყო მარტივი, რომ ორივე მიმართულებით განგვევითარებინა ჩვენი საქმიანობა“, - ასე განმარტავს ქართული ბაზრის ათვისების თავისებურებებსა და სირთულეებს „ჯორჯიან ნექტარის“ წარმომადგენელი.

ნატა დავითაიას თქმით, კომპანიის გეგმებში საწარმოს გაფართოვებაც შედის, თუმცა როდისთვის ამას ვერ აკონკრეტებს, რადგან ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული.

„ჩვენ გვქონდა მცდელობა გვესარგებლა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების პროექტებით და მიუხედავად იმისა რომ პროექტში გავედით, ვერ მოვიპოვეთ დაფინანსება, რადგან ბანკი შეღავათიანი სესხის იმ მოცულობის უზრუნველყოფას ითხოვდა რა ოდენობის სესხიც გაიცემოდა. სამწუხაროდ, ჩვენი პირადი ქონება ამ ყველაფერს ვერ გაწვდა. სახელმწიფოს თანადაფინანსების 10+40+50 პროგრამის ფარგლებში 10% უნდა ყოფილიყო საწარმოს მონაწილეობა, 40% იყო სახელმწიფო გრანტი, ხოლო 50% შეღავათიან სესხზე მოითხოვებოდა უზრუნველყოფა.

გვაქვს გაფართოვება გეგმაში, მაგრამ დამოკიდებული ვართ საგრანტო პროგრამებზე, იმიტომ რომ მხოლოდ ჩვენი რესურსებით ამას ვერ შევძლებთ“, - ამბობს ნატა დავითაია.

მისივე თქმით, ქართული წვენების საწარმოს წარმოების გაზრდის შესაძლებლობა აქვს, თუმცა დღეისთვის კომპანია რესურსების არ არსებობის გამო თვეში მხოლოდ 2 კონტეინერს აწარმოებენ.

წელიწადში 225 000-დან 250 000 ბოთლამდე წვენს ვაწარმოებთ. დიდ მოცულობაზე გათვლა არ გვაქვს. თუმცა საწარმოს წარმადობა თვეში დაახლოებით, 5-8 კონტეინერამდეა, თუმცა მხოლოდ 2 კონტეინერს ვაწარმოებთ“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები