მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ შეუძლია უანგარო სუროგატობის მსურველს, დაეხმაროს უცხოელ წყვილსაც? - ნინო წილოსანის კითხვები

ნინო წილოსანი

რატომ ეკრძალებათ სუროგატობის მსურველებს დაეხმარონ უცხოელებს, თუნდაც უანგაროდ?, - ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც სუროგაციის შესახებ კანონს წარადგენს.

„თუკი მთელი ეს წლები აღვიქვამდით ამ საკითხს[სუროგაცია], როგორც დარგად, და თავისთავად, ამას ჰქონდა კომერციული კომპონენტი. დღეს არ არის საუბარი რეგულაციებზე, ფაქტობრივად, სრული აკრძალვისკენ მივდივართ. ყველა ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო, სწორი წესები განსაზღვროს. დარწმუნებული ვარ, ვინც ამ საკითხზე მუშაობს, ამ ყველაფერს ადეკვატურად მიიღებს, მაგრამ ის ცვლილებები, რაც წარმოადგინეთ, არის სრული აკრძალვა.

რამდენად სწორია, რომ ფაქტობრივად, კომერციულ კომპონენტს საერთოდ ვაკლებთ, ანუ უანგაროდ უნდა მოხდეს სუროგაცია, თუნდაც რამდენად სწორია, რომ ქალი, რომელიც გადაწყვეტს, რომ წავიდეს სუროგაციაზე, ანუ 9 თვის მანძილზე, შემდგომ პერიოდში ჩვენ ხომ ვიცით, რამხელა ფიზიოლოგიურ და ბიოლოგიურ პროცესებს გადის ამ პერიოდში, ეს იყოს უანგარო ქველმოქმედება. რეალურად, უანგარობა და ქველმოქმედება საერთოდ შეაჩერებს და დააპაუზებს ამ პროცესს? მაგალითად, სისხლის ბანკის და სისხლის დონაციის შემთხვევაში გაქვთ თუ არა დანაკლისი? ხომ არ გადავა ჩრდილოვან ეკონომიკაში ეს დარგი? ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ეს ყველაფერი უანგაროდ მოხდეს. თუ უანგარო პრინციპს ვტოვებთ, რატომ ვაკეთებთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის? თუ მე ვარ ქართველი ქალი, რომელმაც  გადავწყვიტე, რომ ვიყო უანგარო სუროგატი, რატომ არ შემიძლია დავეხმარო უცხოელ წყვილს?“, - მიმართა წილოსანმა თამარ გაბუნიას. 

სუროგაციის ამკრძალავი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული სერვისების ბენეფიციარი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეიძლება იყვნენ. ამასთან, კანონის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სუროგაციის სერვისის მიწოდება სუროგატი დონორისგან მხოლოდ უანგაროდ უნდა მოხდეს. შესაბამისად, სუროგატი დედებისთვის მატერიალური სარგებლის შეთავაზება კანონით იზღუდება.

კანონპროექტის მიხედვით, სუროგაციის და სხვა რეპორუქციული სამედიცინო სერვისების (რომლებიც კანონპროექტშია ჩამოთვლილი) ბენეფიციარები მხოლოდ 55 წლამდე პირები შეიძლება იყვნენ.

აქვე აღსანიშნავია, რომ კანონით იკრძალება პროცედურები, რომელიც ინვიტრო განაყოფიერებას ეხება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები