მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ არის ევროზონის ეკონომიკა სტაგნაციაში?

ევროზონა

გასული წლის IV კვარტალში ევროზონის ეკონომიკა სტაგნაციაში გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა რეალურად არც გაზრდილა და არც შემცირებულა.

ევროსტატის ინფორმაციით, ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება გერმანიის ეკონომიკის შეფერხებითაა განპირობებული, რომელიც წინა კვარტალში 0.3%-ით შემცირდა. ასევე, არასახარბიელო შედეგები ჰქონდათ საფრანგეთსა და იტალიასაც.

თავის მხრივ, ამ სახელმწიფოების ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, ECB-ის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 4.5%-მდე გაზარდა, ასეთ პირობებში კი ეკონომიკას განვითარება უჭირს, რადგან აქამდე ევროპაში განაკვეთი 0%-ის ფარგლებში იყო.

კრედიტის გაძვირებამ და რისკის პრემიის ზრდამ სამეწარმეო საქმიანობის შეფერხება გამოიწვია და ამას ყველაზე მკაფიოდ გერმანიაში ვხედავთ, რომელიც ევროპის მთავარ გამწევ ძალად ითვლება. ბოლო პერიოდში შემცირებულია როგორც გერმანიის საწარმოო ინდექსის, ასევე ეროვნული გამოშვების მოცულობა.

კიდევ ერთი ფაქტორი ენერგორესურსების, კერძოდ, ნავთობის გაძვირებას უკავშირდება, რასაც OPEC-ის წევრი სახელმწიფოების მიერ გატარებული პოლიტიკა განაპირობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები