მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის საქართველოში კერძო სკოლები ძვირი?

ბაკურ სულაკაური

შენობის ხარჯები, მასწავლებელთა ანაზღაურება, საოპერაციო ხარჯები - ეს ის ფაქტორებია, რომლებიც „მწვანე სკოლის" დამფუძნებლისა და მმართველი პარტნიორის ბაკურ სულაკაურის შეფასებით კერძო სკოლებში სწავლების ღირებულებას განსაზღვრავს. ამ საკითხზე მან BMGTV-ის გადაცემა #წერტილში ისაუბრა.

მისი თქმით, „მწვანე სკოლა“ ბიუჯეტურ სეგმენტში გადის და დღეისთვის სწავლის ღირებულება 6900 ლარია.

„სწავლის ღირებულება რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. კერძო სკოლას აქვს ხარჯები, რაც საჯარო სკოლას არ აქვს, მაგალითად შენობა. როცა ჩვენ შენობას ვყიდულობთ, ვაშენებთ, ამას ვაკეთებთ ბანკის სესხით, რომელიც გადასახდელია. ეს არის ჩვენი ხარჯების ძალიან დიდი ნაწილი. ეს ხარჯი საჯარო სკოლას საერთოდ არ აქვს, რადგან მზა შენობა აქვს, რომელშიც ფულს საერთოდ არ იხდის. არ ვისაუბროთ კომუნალურებზე და სხვა გადასახადებზე, კერძო სკოლების ძირითადი ხარჯები მოდის მასწავლებლების ანაზღაურებაზე.

საქმე ის არის, რომ საჯარო სკოლისგან განსხვავებით, ერთ მასწავლებელზე მოსწავლეების რაოდენობა საჯარო სკოლებთან შედარებით კერძო სკოლებში დაბალია, ვიდრე საჯაროში და ა.შ. გარდა იმისა, რომ სხვა სერვისებიც არის, რომელიც საჯარო სკოლებს არ აქვს, მაგალითად კვება. ამით იმის თქმა მინდა, რომ კერძო სკოლებს აქვს ისეთი ტიპის სერვისები, რაც საჯარო სკოლებს არ აქვს, არის ხარჯები, რომლებიც საჯარო სკოლების შემთხვევაში არ ჩანს, და მასწავლებლების ანაზღაურება, რაც საკმაოდ მძიმე ტვირთია - ეს ყველაფერი ქმნის ფასს.

რაც შეეხება სკოლას, რომელიც მაგალითად $25 ათასი ღირს და რომელიც ძალიან კარგი სკოლაა, იქ ასწავლიან სპეციალურად უცხოეთიდან ჩამოყვანილი პედაგოგები. როცა მაღალკვალიფიციური პედაგოგი ჩამოგყავს და რომელსაც აქვს ხუთჯერ-ათჯერ მეტი ხელფასი, ვიდრე ქართველ მასწავლებელს, მისი ცხოვრების ხარჯი და სხვა ბევრი მომსახურება ქმნის ფასს. სწორედ აქედან განისაზღვრება ფასები“, - განაცხადა სულაკაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები