მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ ათავისუფლებს NASA 2,100-ზე მეტ თანამშრომელს?

nasa
BM. GE
14.07.25 00:00
291

ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ამერიკის კოსმოსური სააგენტო 2,145 თანამშრომელს დაითხოვს. როგორც ირკვევა, თანამდებობას არაერთი გამოცდილი სპეციალისტი და სააგენტოს მართვაზე პასუხისმგებელი პირი დაემშვიდობება.

NASA-ში დასაქმებულთა მეათედის სამსახურიდან გაშვება ადმინისტრაციის საერთო სტრატეგიის ნაწილია და ის ფედერალური ხარჯების შემცირებას ისახავს მიზნად.

2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, NASA-სთვის გამოყოფილი ხარჯები 47%-ით შემცირდება. ექსპერტები შიშობენ, რომ კოსმოსურ სააგენტოს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის დახურვა მოუწევს. NASA-ს ყოფილი ხელმძღვანელების პოზიცია ექსპერტებზე გაცილებით მწვავეა. მათი განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებით შეერთებული შტატების კოსმოსურ დომინაციას საფრთხე ექმნება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩინეთი საკუთარი პროგრამის განვითარებაში გაცილებით მეტს დებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები