მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რატომ ცხოვრობ "პადვალში" გლდანში, როცა შეგიძლია ჰაერზე არაჩვეულებრივი პროდუქცია მოიყვანო?!"

5eca359eaaef9
სალომე მეცხვარიშვილი
24.05.20 13:00
25607
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოს რეგიონებში განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს, რომელიც ამ დრომდე აუთვისებელია.

მისი შეფასებით, ამას თავისი მიზეზები აქვს; ერთ-ერთ ასეთ მაგალითად ბიზნესმენს სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერები მოჰყავს. 

ჭყონიას თქმით, ამ ადამიანებმა არ იციან, როგორ გაყიდონ საკუთარი პროდუქცია, რაშიც მიმართულება მათ სხვამ უნდა მისცეს.

“იცით, რომ კორონავირუსის დროს "კოკა-კოლას" რეალიზაცია საქართველოს რეგიონებში 25%-ით გაიზარდა?! თბილისში კი შემცირდა 3%-ით. რა მოხდა?! უამრავი ადამიანი წავიდა სოფელში, გაერიდა ქალაქს. აღმოჩნდა, რომ რეგიონებში ადამიანების პოტენციალის გამოყენების უფრო დიდი შანსია, ვიდრე - ქალაქში. სტატისტიკა აჩვენებს, ჩემი მოგონილი არ არის…

რატომ მოდის ეს ხალხი აქ? შეეკითხოს ვინმემ რა...რატომ მიდიხარ თბილისში? რატომ ცხოვრობ "პადვალში" გლდანში, როცა შეგიძლია არაჩვეულებრივ ჰაერზე არაჩვეულებრივი პროდუქცია მოიყვანო. იცით რას გეტყვიან? - რა ვუყოთ ამ პროდუქციას? აი, ამაზე უნდა გასცეს პასუხი ვინმემ. შენ მოიყვანე, მე მოვუვლი. არსად მსოფლიოში არ ხდება ასე, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციას ერთი პირი აწარმოებდეს და მერე ისევ ის ყიდდეს. არ შეიძლება გლეხმა მთელი დღე თოხს უბრახუნოს, საღამოს მოკრიფოს და წაიღოს ბაზარში. ნონსენსია რა”, - ამბობს ბიზნესმენი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები