მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ და რამდენად გაუფასურდა ამერიკული დოლარი?

ამერიკული დოლარი

ამერიკული დოლარის გაუფასურება ისევ გრძელდება. ერთწლიან პერიოდში აშშ-ის ეროვნული ვალუტა თითქმის 10%-ითაა გაუფასურებული, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე ცუდი შედეგია.

დოლარის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებთან და მის მიერ სავაჭრო ომის წამოწყებასთან, რომელსაც ეკონომისტების ნეგატიურად აფასებენ.

ანალიტიკოსები ვარდნას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ, მათ შორის: ფედერალური რეზერვის პოლიტიკას, მზარდ საბიუჯეტო დეფიციტს, გეოპოლიტიკურ რისკებს და ტარიფებთან დაკავშირებულ გაურკვევლობას.

ინვესტორთა ნაწილი შიშობს, რომ დოლარის ასეთი ვარდნა ამერიკული აქტივების გაყიდვის ტალღას დააჩქარებს, რაც ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობისადმი ნდობის შერყევითაა გამოწვეული.

თუმცა ამის საპირისპიროდ, სუსტი დოლარი ხელსაყრელია ამერიკელი ექსპორტიორებისთვის, რადგან მათი პროდუქცია გლობალურ ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანი ხდება, სწორედ ამ არგუმენტს იყენებს ადმინისტრაცია კურსის ვარდნის პოზიტიურად შესაფასებლად. ტრამპის თქმით, გაუფასურებული დოლარის წყალობით ამერიკული კომპანიები რეკორდული შემოსავლების მიღებას შეძლებენ, რაც მათ შეფასებაზე დადებითად აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები