საქართველოს ეროვნულ ბანკში ახალი თანამდებობა - „პრეზიდენტის მრჩევლის პოზიცია უსაფრთხოების საკითხებში“ - გაჩნდა.
აღნიშნულ თანამდებობაზე სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მალხაზ ღუღუნიშვილი დანიშნა, რომელსაც 2012 წლიდან სებ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის პოზიცია ეკავა. ის ამ თანამდებობაზე გიორგი ფერაძემ შეცვალა.
რატომ დასჭირდა ნათია თურნავას უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი? - ვკითხეთ ეროვნულ ბანკს.
“ეროვნული ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერების, ასევე, უსაფრთხოების საკითხებზე სებ-ის მენეჯმენტისთვის რეკომენდაციების მომზადების მიზნით, ეროვნულ ბანკში შეიქმნა პრეზიდენტის მრჩევლის პოზიცია უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც დაიკავა მალხაზ ღუღუნიშვილმა.
მას ეროვნულ ბანკში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სებ-ში მალხაზ ღუღუნიშვილი უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2004 წლიდან ის სხვადასხვა დროს მუშაობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, გენერალურ პროკურატურაში”, - ნათქვამია წერილობით პასუხში, რომელიც სებ-იდან მოგვწერეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების დეპარტამენტის ახალი უფროსის ბიოგრაფია